ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

ახალი ამბები

28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ (Science on Stage).
ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს საქართველოს პედაგოგებს, მომავალ მასწავლებლებსა და მეცნიერებით დაინტერესებულ პროფესიონალებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 18 პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ პირველად მონაწილეობდნენ სტუდენტები, მომავალი მასწავლებლები.

ჟიურის გადაწყვეტილებით შერჩეულ ოთხ საუკეთესო პროექტს ავტორებიწარადგენენ საქართველოს 2026 წლის მაისში კლაიპედაში (ლიეტუვა) საერთაშორისო ფესტივალზე „Science on Stage“.

გამარჯვებული პროექტები:

  • თამარ ტურაშვილი – ბაქტერიები ჩვენ ირგვლივ: ხელოვნური ინტელექტიდან ინკუბატორამდე
  • მარიკა ცინცაძე – მზის პანელის ეფექტურობის გაუმჯობესება
  • ელისო აბრამიშვილი, ინგა მოსიაშვილი – წყლის მინერალიზაცია და კარსტულ პროცესებზე დაკვირვება: ინტეგრირებული ბიოქიმიური და ტექნოლოგიური კვლევა
  • დეა მელიქიშვილი, თათული ბლიაძე – როგორი ამინდი იქნება დღეს?! – ამინდის მაძიებელთა კლუბი

ფესტივალზე გაიცა სპეციალური ჯილდოებიც.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრიზით დაჯილდოვდა მარინა მიმინოშვილი პროექტისთვის შექმენი და იმოქმედე STEM+ინჟინერია, ხოლო საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის სპეციალური პრიზი გადაეცა თამარ გოგოლაძეს პროექტისთვის STEAM სწავლება ყველა საფეხურზე.

ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის პრაქტიკაზე ორიენტირებული, ინტერდისციპლინური სწავლების პოპულარიზაციისთვის და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას, კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებასა და STEM განათლების ხელშეწყობას საქართველოში.

2025

ბანერები