ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამების (60 კრედიტიანი) გამოცდების საბოლოო შედეგები

ახალი ამბები

აპლიკანტმა შედეგი უნდა იხილოს თავისი სარეგისტრაციო ნომრით.

მნიშვნელოვანი თარიღები:

აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 19-20 სექტემბერს
ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 22 სექტემბრის 15:00 საათამდე.

აპლიკანტმა ხელშეკრულების გაფორმების დროს თან უნდა იქონიოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში  - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის/ბარათის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
დ) 3/4-ზე ელექტრონული ფოტოსურათი (პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი ფოტოსურათი);
ე) მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა საგნის ჩაბარების შესახებ.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995 32) 222 00 09.

2025

ბანერები