ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ – მეორე ეროვნული შეხვედრა

ახალი ამბები

30 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის ERASMUS-EDU-2023-CBHE ფარგლებში გაიმართა პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (Curriculum Reform to Promote Education for Peace in Ukraine, Georgia and Moldova (PeaceEdu) მეორე ეროვნული შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ პროექტის წევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრიდან.  

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსის სილაბუსი „სამშვიდობო განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ და დასახეს კურსის პილოტირებისა და ხარისხის მონიტორინგის გეგმა, ასევე განიხილეს ევროპელი პარტნიორების უკუკავშირი საბაკალავრო სასწავლო კურსთან  „მშვიდობა და პასუხისმგებლობა გლობალურ სამყაროში“ დაკავშირებით და შეიმუშავეს მისი განვითარების სტრატეგია, დაგეგმეს სამშვიდობო განათლების მიმართულებით სტუდენტებთან მუშაობის ექსტრაკურიკულური მიდგომები და იმსჯელეს სამშვიდობო განათლების ახალგაზრდულ ღონისძიებებში სტუდენტთა მოზიდვისა და შერჩევის სტრატეგიაზე.

2025

ბანერები