


კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა აცხადებს მიღებას
ახალი ამბები
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID/Georgia-ს პროგრამის – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) – ფარგლებში აცხადებს მიღებას შემდეგ ქალაქებში: თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე
- ასაკობრივი დიაპაზონი – 16-28 წელი
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში შეისწავლით:
- მეწარმისთვის საჭირო უნარებსა და ინსტრუმენტებს;
- როგორ ვაქციოთ ბიზნესიდეა ბიზნესმოდელად;
- „ბიზნესმოდელის ტილოს“ შექმნას;
- ბიზნესპროექტის წერას;
- ფინანსურ დაგეგმარებას.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე. „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგკურსი ორთვიანია და მოიცავს 2 დონეს.
პირველ დონეზე მონაწილენი გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში, თუმცა მასში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება.
მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნესიდეების გარდაქმნას ბიზნესპროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნესპროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება; მეორე დონის ტრენინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში (მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელ ხარჯებს მთლიანად დაფარავს პროგრამა). მე-2 დონის ტრენინგი მოიცავს რამდენიმე დღიან ინტენსიურ კურსს. კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნესგეგმებს წარუდგენენ შეფასების კომისიას; საუკეთესო ბიზნესპროექტები მიიღებს თანადაფინანსებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალისგან’“.
კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 30 სტარტაპის თანადაფინანსება.
დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა
შერჩეულ კანდიდატებს უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 32 2022020 ან გვეწვიეთ Facebook-ზე –ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.
პროგრამის შესახებ: პროგრამა Yes-Georgia ხორციელდება 2015 წლის სექტემბრიდან ფონდ „კრისტალის“ მიერ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალსა“ და PH International-თან ერთად, ხოლო 2018 წლის ივლისიდან ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან (JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
2016 წლიდან „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,710 განაცხადი შემოვიდა. 749 ახალგაზრდა მიიღეს სკოლაში, რომელიც 574-მა წარმატებით დაამთავრა. ბიზნესპროექტები წარმოადგინა 225 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალისგან’“.