ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

ახალი ამბები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამაზე. 

პროგრამის მიზანი 

პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს. 

ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა? 

პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. 

პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე 2019-2020 წლებში  წარმატებით განხორციელდა ,,კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის“ პირველი ეტაპი. პროგრამის პირველი ეტაპი გაიარეს მკაცრი კონკურენციის საფუძველზე შერჩეულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენელმა პრაქტიკოსებმა. 

სასერტიფიკატო პროგრამის მეორე ეტაპი შედგება ორი საბაკალავრო და ორი სამაგისტრო კურსისგან.

საბაკალავრო საგნებია:

  • კარგი მმართველობა და კორუფცია (შემოდგომის სემესტრი)
  • კორუფცია და პოლიტიკა (გაზაფხულის სემესტრი)

საბაკალავრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

სამაგისტრო საგნებია:

  • ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში (შემოდგომის სემესტრი)
  • კორუფციასთან ბრძოლა, საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები (გაზაფხულის სემესტრი)

სამაგისტრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამათავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. 

სწავლის ხანგრძლივობა: თითოეული საგნის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ სემესტრს (15 კვირა). სრული კურსის ხანგრძლივობაა ორი აკადემიური სემესტრი (28 სექტემბერი, 2020 – 15 ივლისი, 2021). 

ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ ,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  

სწავლების ენა: ქართული (მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ქართულად და ინგლისურად).

სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულად, ლექცია-სემინარის ფორმატში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს. 

ტრენერები 

სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. 

სერტიფიკატი

პროგრამის მონაწილე, რომელიც გაივლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ორივე საგანს, მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკატო პროგრამის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგნებს, სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სასწავლო კრედიტს (ECTS).

პროგრამის მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება/გავრცელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter).  

სტაჟირება 

პროგრამის 2 საუკეთესო მონაწილე 3-თვიან სტაჟირებას გაივლის IDFI-ში. 

კურსდამთავრებულების ქსელი 

პროგრამის დასასრულს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გაერთიანდნენ კურსდამთავრებულთა ქსელში (ე. წ. Alumni Network), რომელიც აერთიანებს პროგრამის მონაწილეებს და აკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებთან. კურსდამთავრებულთა ქსელი გეგმავს საერთო კვლევებს, გაცვლით პროგრამებსა და სხვა შესაბამის აქტივობებს. 

პროგრამაში  რეგისტრაციისთვის

დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯარო სამსახურის, ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2020 წლის  6 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე:

corruptionhunters@idfi.ge 

პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. 

მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების  დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები სასერტიფიკატო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს ირჩევენ სემესტრული სასწავლო კურსების არჩევისას არსებული პირობების დაცვით.

შერჩევის კრიტერიუმები: 

პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 

  • მოტივაცია;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი;
  • სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა.

ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI). პროგრამა ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით. 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

დავით მაისურაძე, 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 577 11 45 22  

ელფოსტა:  corruptionhunters@idfi.ge   

2020 წელი

ბანერები