ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონკურსის Big Idea Challenge ბუთქემფი

ახალი ამბები

29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ინტენსიური ბუთქემფი ფიჩის შემუშავების ტექნიკაში. მასში მონაწილეობდნენ პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ვიდეოფიჩის კონკურსის ფარგლებში შერჩეული გუნდები და უძღვებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი, მეწარმე დავით ჩეჩელაშვილი, პრე-აქსელერატორ ზუმაუთის მენეჯერი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის პატენტირებისა და ლიცენზირების სპეციალისტი თეონა ბებია და ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი ავთანდილ მღებრიშვილი.

ბუთქემფში მონაწილეობის შემდეგ თითოეულ გუნდს 60-წამიანი ვიდეოფიჩის მომზადებისა და ჩაწერის დავალება მიეცა, რომლის შემდგომაც შეირჩევა მაქსიმუმ 10 საუკეთესო გუნდი.

საუკეთესო გუნდები მონაწილეობას მიიღებენ Big Idea Challenge საერთაშორისო კონკურსში და იბრძოლებენ 25,000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ფულადი წილისა და სხვა ჯილდოსთვის.

კონკურსი მიზნად ისახავს სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესიდეების განვითარებასა და წახალისებას.

ბუთქემფი გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.


ბანერები