ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონკურსი დოქტორანტურის ერთი პოზიციისთვის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ფარგლებში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის ერთი პოზიციისთვის გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის-უნივერსიტეტისა (გერმანია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შორის თანამშრომლობის ფარგლებში. ერთობლივი სადოქტორო პროგრამა სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელ დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას სადოქტორო ნაშრომი კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდი და საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფენ პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას და პროგრამის თითოეული მონაწილე მიიღებს სრულ დაფინანსებას.

განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელფოსტაზე: doctoralschool@iliauni.edu.ge კონკურსის ვადის დასრულებამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ „Application Ph.D. Scholarship“.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 12 ივნისი, 18:00 საათი საქართველოს დროით (GET).

იმ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, ინგლისური ენის გამოცდა ჩაუტარდებათ 2019 წლის 14 ივნისს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E-209 აუდიტორიაში.  
იმ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ წარმოადგენენ გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატებს (მხოლოდ „რელიგიური და კულტურული კვლევების“ და „თეოლოგიის“ სამეცნიერო მიმართულებებისთვის აპლიკცაიის შემთხვევაში), გერმანული ენის გამოცდა ჩაუტარდებათ 2019 წლის 17 ივნისს, 14:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E-235 აუდიტორიაში.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები

გასაუბრებების შედეგები

კონკურის ფარგლებში შემოთავაზებული საკვლევი თემების, პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:

Call for Applications

სააპლიკაციო ფორმა

საკონტაქტო ინფორმაცია: doctoralschool@iliauni.edu.ge

ბანერები