ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონკურსი Big Idea Challenge

ახალი ამბები

პროექტის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ვიდეოფიჩის კონკურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს რეგისტრაციას კონკურსის Big Idea Challenge 2020 მონაწილეთა შესარჩევად.

კონკურსი იმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში. მისი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონკურსი მიზნად ისახავს სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესიდეების განვითარებასა და წახალისებას.

კონკურსის მონაწილეებისთვის სავალდებულო იქნება მოკლე, 60-წამიანი, ვიდეოფიჩების ჩაწერა, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება ბიზნესიდეა და მისი მზაობა, მიზანშეწონილობა, გავლენა და ხარისხი დასაბუთებული იქნება კონკურსანტის მიერ. ამასთან საჭიროა მონაწილემ ვიდეოფიჩს დაურთოს მოკლე წერილობითი აპლიკაციაც.

კონკურსი იმართება შემდეგ 3 კატეგორიაში:

  • ციფრული ტექნოლოგია;
  • სოციალური სფერო (სოციალური გავლენა);
  • შემოქმედებითი ინდუსტრია (კრეატივი).

თითოეულმა გუნდმა ზემოთ ჩამოთვლილებიდან თავისი შეხედულებით უნდა აირჩიოს ის კატეგორია, რომელზეც გააკეთებს განაცხადს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ, კონკურსის ფარგლებში უნდა შეარჩიოს და წარადგინოს 10 საუკეთესო გუნდი!

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პირს;
  •  კონკურსანტი უნდა იყოს სულ მცირე 18 და არა უმეტეს 35 წლისა;
  • კონკურსანტი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენეფიციარი – სტუდენტი, კურსდამთავრებული ან/და ახალგაზრდა მეწარმე;
  • კონკურსანტს მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში ჩატარებულ რომელიმე ღონისძიებაში;
  • კონკურსში განაცხადის შეტანა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად, მაგრამ კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე უპირატესობა მხოლოდ ჯგუფებს (არაუმეტეს 3 წევრისა) მიენიჭებათ;
  • ერთი კონკურსანტი არ შეიძლება იყოს ერთზე მეტი გუნდის წევრი;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა კონკურსის ყველა მონაწილისთვის ისეთ დონეზე, რაც საჭიროა პრეზენტაციის წარმართვისა და პროგრამაში მონაწილეობის უნარ-ჩვევებისთვის.

პრიზი

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით.

კერძოდ, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, მოიგონ 3 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის დაფინანსება და სხვა პრიზები!

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე და გაიაროთ რეგისტრაცია.

https://forms.gle/MVMFhhTi12yr76o59  

რეგისტრაცია სავალდებულოა!

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 22 მარტი, 2020 წელი

სამუშაო ენა: ინგლისური

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კონკურსის ,,Big Idea Challenge” ოფიციალურ ვებგვერდს: https://creativespark-bigidea.uk/

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: zoomout@iliauni.edu.ge


 

ბანერები