


კომპანია „ACT“-ის სტიპენდიატთა დაჯილდოება
ახალი ამბები
31 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა კომპანია “ACT”-ის მიერ დაწესებული სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.
მიმდინარე სემესტრში “ACT”-ის სტიპენდია მოიპოვა ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა:
- მედეა გვილავამ - საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი სოციოლოგიის მიმართულებით;
- გიორგი მახარაძემ - საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 150 ლარს ყოველთვიურად ერთი სემესტრის განმავლობაში. მომავალ სემესტრში კომპანია „ACT“-ის კიდევ ორი სტიპენდიატი გამოვლინდება.
აღნიშნული სტიპენდია დაწესდა კომპანია “ACT”-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.
გალერეა