


კიბერმრჩეველი - კიბერლაბორატორია უნილაბი პროექტს იწყებს
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი იწყებს პროექტს „კიბერმრჩეველი“, რომელიც გულისხმობს სტუდენტების დახმარებას ციფრული იდეების დახვეწასა და მათი განხორციელების დაგეგმვაში.
იდეის განვითარებაში სტუდენტებს კონსულტაციებს გაუწევენ სფეროს სპეციალისტები, მათ შორის უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი, პროექტების მენეჯერი, პროფესიული აქსელერაციის პროგრამის მენეჯერი, პროფესიული აქსელერაციის პროგრამის მიმართულებათა ხელმძღვანელები.
პროექტი ხორციელდება შემდეგ ეტაპებად:
- I – იდეების რეგისტრაცია;
- II – იდეების გადარჩევა;
- III – მონაწილეებთან დაკავშირება და შედეგების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა;
- IV – კიბერმრჩეველთან შეხვედრის ჩანიშვნა.
მონაწილის იდეა შეიძლება იყოს ორი ციფრული პროდუქტიდან ერთ-ერთი – ვებგვერდი ან ციფრული საინფორმაციო კამპანია.
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
როგორ დავრეგისტრირდე?
რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ბმულზე: https://cutt.ly/kwMjvzqf
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 მარტი, 23:59
უნილაბის შესახებ
უნილაბი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია, მიზნად ისახავს STEAM პროფესიების პოპულარიზაციას. უნილაბი აერთიანებს თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებებით:
- Front-End დეველოპმენტი;
- Back-End დეველოპმენტი;
- ციფრული კომუნიკაციები;
- გრაფიკული და ინტერფეის დიზაინი;
- ICT პროექტების მართვა.
ამასთან ქმნის სხვადასხვა ციფრულ პროდუქტსა და პლატფორმას.
დამატებითი ინფორმაციისთვის
2024