


კახეთის ტურისტული განვითარების პერსპექტივები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ხედვით
ოთხშაბათს, 27 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია თემაზე : "კახეთის განვითარების ტურისტული პერსპექტივები ". კონფერენციაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაალ აბაზაძე და კახეთის გუბერნატორის აპარატის წარმომადგენლები. ტურიზმის სპეციალობის სტუდენტების ხედვით, კახეთის ტურისტული განვითარება ერთ-ერთი ყველზე პერსპექტიულია საქართველოში თავისი ისტორიულ-კულტურული ძეგლების თუ მრავალწლოვანი მეღვინეობის ტრადიციის გამო.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წელს კახეთში ტურისტების რაოდენობამ 100 000 -ს მიაღწია, მაშინ როდესაც 2008 წელს 53 000 იყო.
კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: "კახეთის ტურისტული განვითარების ძირითადი ამოცანები", " მევენახეობა - მეღვინეობა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები" , " კურორტი "ახტალა" და სხვა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სტუდენტების მიერ შემუშავებული კახეთის ტურისტული განვითარების გეგმა ძალზე საინტერესო და მისაღებია, რაც მომავალი თანამშრომლობის წინაპირობაა.