ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრი

10526-30 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს ფაკულტეტმა ჩაატარა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა "კავკასიის რელიქტური ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და კონსერვაციის შესაძლებლობები".

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჩვენი უნივერსიტეტის, ასევე აიდაჰოს უნივერსიტეტის (აშშ), ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია), იენის უნივერსიტეტისა და ბონის ზოოლოგიური მუზეუმის მკვლევარებმა. კონფერენციაში მონაწილე ამერიკელმა და გერმანელმა სტუმრებმა სტუდენტებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექციები, რომლებიც ეხებოდა ბიომრავალფეროვნების კვლევის ახლებურ მეთოდოლოგიებსა და მიდგომებს, გენეტიკური მონაცემების ანალიზს, კავკასიის ეკორეგიონში საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების პერსპექტივებს.

ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა წარმოადგინეს მომავალი კვლევის გეგმები, ისაუბრეს სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების სუსტ და ძლიერ მხარეებზე. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, ხელი შეუწყონ კავკასის კვლევის ცენტრის შექმნას. ცენტრი კოორდინაციას გაუწევს კავკასიის ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო კვლევებს. დაეხმარება დაინტერესებულ ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მკვლევარებს მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების დაგეგმარებასა და განხორციელებაში. 6967

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს ფაკულტეტის კვლევების მთავარ საგანს კავკასიის ბიომრავალფეროვნება წარმოადგენს. კავკასიის ბიომრავალფეროვნების შეუსწავლელობისა და ადგილზე ექსპერტთა სიმცირის გამო სერიოზული კვლევების განხორციელება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე ძალიან რთულია. ბოლო წლების განმავლობაში ფაკულტეტზე განხორციელდა ათამდე კვლევითი პროექტი, რომელთა უმეტესობა საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში მიმდინარეობდა.

ბანერები