კარიერული განვითარების პროექტი Level Up
ახალი ამბები
კარიერული განვითარების პროექტი Level Up 2025 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით დაიწყო. პირველი ნაკადის ლექციებს სტუდენტთა დიდი დაინტერესება მოჰყვა.
პროექტის მიზანია სტუდენტების მომზადება თანამედროვე შრომითი ბაზრის გამოწვევებისთვის და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.
ინტენსიური კურსი, 5 ლექცია, მოიცავს დასაქმების სფეროსთან დაკავშირებულ 10 მნიშვნელოვან თემას. მონაწილეები სწავლობენ, როგორ შეაფასონ საკუთარი რესურსი, როგორ წარმოადგინონ თავი დამსაქმებლის წინაშე თავდაჯერებულად და ჩამოაყალიბონ გრძელვადიანი კარიერული ხედვა.
ლექციებზე ადამიანური რესურსების (HR) მართვის პოლიტიკის მოწვეული პროფესიონალები მონაწილეებს უზიარებენ გამოცდილებას, რეალურ სამუშაო შემთხვევებსა და კარიერის დასაწყებად საჭირო პრაქტიკულ ცოდნას.
Level Up-ის კურსის 10 თემაა:
- შეფასება
- უნარ-ჩვევები
- LinkedIn-ის გამოყენება
- საკუთარი თავის წარმოჩენა
- პროფესიონალური თვითანალიზი
- რეზიუმეს (CV) შედგენა
- სამოტივაციო წერილი
- კავშირების დამყარება (Networking)
- მოლაპარაკების ხელოვნება
- გასაუბრება
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
2025