ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინტენსიური ტრენინგკურსი შებრუნებული კლასის მეთოდოლოგიაში

ახალი ამბები

1-ლიდან 3 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ინტენსიური ტრენინგკურსი შებრუნებული კლასის მეთოდოლოგიაში.

ტრენინგის მიზანი იყო, განევითარებინა მონაწილეთა კრიტიკული აზროვნების უნარი დარგობრივ კვლევებზე, თანამედროვე თეორიასა და პრაქტიკაზე დაყრდნობით.

ამასთანავე, ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის სამწვრთნელო და მენტორული პრაქტიკის დანერგვის უნარ-ჩვევების განვითარებას თავიანთ სასწავლო კურსებში.

ტრენინგს უძღვებოდა ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი ქეროლ ჯერვისი.

ტრენინგები გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროგრამას მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

 

ბანერები