ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინფორმაცია „არგუსის“ არჩევის რეჟიმში ჩართვის შესახებ

ახალი ამბები

ბაკალავრიატის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტებისა  და სამართლის სკოლის ყველა სემესტრის სტუდენტებისათვის სისტემა „არგუსი“ არჩევის რეჟიმში ჩაირთვება 9 მარტს, 12:00 საათზე.

ბიზნესის სკოლის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მე-2, მე-3, მე-4 და დამატებითი წლის სტუდენტებისთვის სისტემა „არგუსი“ არჩევის რეჟიმში ჩაირთვება 9 მარტს, 15:00 საათზე.

მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებისთვის სისტემა „არგუსი“ არჩევის რეჟიმში ჩაირთვება  10 მარტს,  14 :00 საათზე.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის დაწყების მომენტისათვის, „არგუსზე“ წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური დავალიანება.

სტუდენტებს, რომლებსაც გაფორმებული აქვთ სწავლის საფასურის ყოველთვიური გადახდის შეთანხმება, არგუსში წვდომა არ შეეზღუდებათ.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე: http://argus.iliauni.edu.ge

რეგისტრაციასთან დაკავშირებით იმუშავებს ცხელი ხაზი

არგუსის ადმინისტრაცია
222 00 09 (155)

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 
222 00 09 (213)  - პირველი წლის სტუდენტებისა და ზოგადი მოდულის კოორდინატორი
222 00 09 (211)  -  ფინანსური საკითხების კოორდინატორი
 

ბიზნესის სკოლა 
222 00 09 (182)  - ფინანსური საკითხების კოორდინატორი 
222 00 09 (195)  - პროგრამის კოორდინატორები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი 
222 00 09 (134)  - სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
222 00 09 (136)  - პროგრამის კოორდინატორები

სამართლის სკოლა 
222 00 09 (309)  სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი:

 

ბანერები