ახალი ამბები
10 ნოემბერი, 2026
ახალი ამბები
6 ნოემბერი, 2026
ახალი ამბები
5 ნოემბერი, 2026
ილიაუნიში იჩიჰარა მაიკოს საჯარო ლექცია გაიმართა
ახალი ამბები
4 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორის, იჩიჰარა მაიკოს საჯარო ლექცია „გლობალური მმართველობის ცვალებადი ლანდშაფტი და საშუალო გავლენის მქონე სახელმწიფოების როლი“.
პროფესორმა იჩიჰარა მაიკომ მიმოიხილა გლობალური მმართველობის გამოწვევები და ამ პროცესში საშუალო გავლენის მქონე სახელმწიფოების როლი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იაპონიის შესაძლებლობებს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და გლობალური მმართველობის სისტემის გარდაქმნაში. ასევე განიხილა საერთაშორისო წესებისა და ნორმების ცვლილება და არასახელმწიფო აქტორების როლი ამ პროცესებში.
2026
გალერეა