ილიაუნის პროფესორის, ირაკლი სიმონიას ნაშრომი ოქსფორდის პლანეტარულ ენციკლოპედიაში დაიბეჭდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ირაკლი სიმონიას ნაშრომი „მთვარე და პლანეტები შუა საუკუნეების საქართველოში“ ოქსფორდის პლანეტარულ ენციკლოპედიაში დაიბეჭდა.
სტატიაში განხილულია მთვარისა და პლანეტების შესახებ ცოდნა ძველ და შუა საუკუნეების საქართველოში. იმ ეპოქაში მთვარე ადამიანისთვის სივრცესა და დროში ორიენტირების მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენდა, ციურ სხეულებზე დაკვირვება კი სამყაროს შესახებ ცოდნისა და წარმოდგენების ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველი იყო.
ავტორი მიმოიხილავს მთვარის მოძრაობის, ციკლების, ფაზებისა და ნათების შესახებ ძველად არსებულ ხედვებს, გეოცენტრულ მოდელებსა და პლანეტების მოძრაობის თავისებურებებს, განმარტავს ძველ და შუა საუკუნეების საქართველოში პლანეტების სახელწოდებებს და გვთავაზობს აქამდე ნაკლებად შესწავლილი ფაქტების, ტერმინებისა და მონაცემების ახლებურ ინტერპრეტაციებს. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია ახალი იდეები და პროექტები, რომლებიც ამ საკითხების შემდგომი კვლევის შესაძლებლობებს უკავშირდება.
ოქსფორდის პლანეტარული ენციკლოპედია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო გამოცემაა, რომელშიც პლანეტარული მეცნიერებისა და მომიჯნავე დარგების წამყვან მკვლევართა ნაშრომები ქვეყნდება.
2026