ELICIA ორდღიანი იდეათონი – საერთაშორისო შესაძლებლობა გამარჯვებული გუნდისთვის
ახალი ამბები
14–15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ორდღიანი ELICIA იდეათონი.
იდეათონი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის (AI), რობოტიკისა და კრეატიული ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური იდეების განვითარებას რეალური გამოწვევების გადასაჭრელად.
იდეათონის მონაწილეები ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორების მხარდაჭერით იმუშავებენ იდეების განვითარებაზე, დახვეწენ გადაწყვეტილებებს, მოამზადებენ პროექტების პრეზენტაციებს და წარადგენენ ჟიურის წინაშე.
გამარჯვებული გუნდის ერთი წარმომადგენელი გაემგზავრება თურქეთში, ELICIA Demo Day-ზე, სადაც საკუთარ პროექტს საერთაშორისო ჟიურისა და ინვესტორების წინაშე წარადგენს. ვიზიტი სრულად დაფინანსდება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: იდეათონში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარ ფორმირებული იდეის გარეშეც. მონაწილეებისთვის სავალდებულოა იდეათონის შემდეგ 6-კვირიანი პრე-აქსელერაციის პროგრამის გაგრძელება, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ სამუშაო სესიებსა და საერთაშორისო მენტორინგს.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
18+ ასაკის ნებისმიერი მიმართულებისა და პროფესიის დაინტერესებულ პირს, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. გუნდის სულ მცირე ერთი წევრი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, ხოლო მინიმუმ ერთი წევრი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
14–15 ნოემბერი, 2026
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
რეგისტრაცია და ვრცელი ინფორმაცია: https://forms.gle/keuBmgJhmov2evQg6
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი და Zoomout პრეაქსელერატორი რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე, პროექტ ELICIA-ს ფარგლებში.
2026