ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნიში AI-ის გამოყენების შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ სემინარი გაიმართა

ახალი ამბები

25 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე: „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. ღონისძიება ჩატარდა პროექტის „უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სამაგისტრო პროგრამის“ ფარგლებში და მის მიზანს ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტებში ინტეგრაციის მრავალმხრივი განხილვა წარმოადგენდა.

სემინარის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების არსებული პრაქტიკა ადგილობრივ და გლობალურ საგანმანათლებლო კონტექსტში. განხილული იყო როგორც AI-ის ინტეგრაციის შესაძლებლობები — სწავლებისა და კვლევის გაუმჯობესების კუთხით, ასევე მასთან დაკავშირებული რისკები, მათ შორის აკადემიური ეთიკისა და პოლიტიკის გამოწვევები.

სპიკერებმა მონაწილეებს ასევე გაუზიარეს სასარგებლო რესურსები და წყაროები, რომლებიც უკავშირდება AI-ის გამოყენებას სწავლების, სასწავლო მასალის შექმნისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში. შეხვედრას 50-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

დისკუსიის ფარგლებში გამოითქვა წინადადება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს უნივერსიტეტში AI-ის გამოყენების პოლიტიკის შემუშავებაზე.

 2025

ბანერები