


ილიაუნისა და ავსტრიის ILAN ინსტიტუტის სტუდენტების ერთობლივი სასწავლო ვიზიტი დედოფლისწყაროში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულებისა და ავსტრიის ლანდშაფტის განვითარების, რეკრეაციისა და კონსერვაციის დაგეგმვის ინსტიტუტის (ILAN) სტუდენტებს სასწავლო გასვლა ჰქონდათ დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატში.
იქამდე სტუდენტებისთვის ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გაცნობითი ლექცია-სემინარები, 14-17 მაისს კი ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზაზე განხორციელდა პრაქტიკული სწავლება, გაიმართა ლექცია-სემინარები, სასწავლო ექსკურსიები და სამუშაო შეხვედრები ადგილობრივი თემის, მუნიციპალიტეტის, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის დაინტერესებულ მხარეებთან.
სტუდენტები გაეცნენ ბიოსფერული რეზერვატის კონცეფციას, მისი შექმნის მიზანს, შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ტურიზმისა და დაცული ტერიტორიის მეგობართა ასოციაციის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მეწარმეებს.
სტუდენტებმა შეიმუშავეს ბიოსფერული რეზერვატის განვითარების სტრატეგიული რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით.
მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ილიაუნისა და ავსტრიის ILAN ინსტიტუტის სტუდენტების ერთობლივი სასწავლო ვიზიტი დედოფლისწყაროში.
2024
გალერეა