ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის ვიზიტი კრაკოვში

ახალი ამბები

22-28 ოქტომბერს, ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი, პროფესორ თამაზ გაბისონიას ხელმძღვანელობით, საკონცერტო პროგრამით იმყოფებოდა ქალაქ კრაკოვში (პოლონეთი). გუნდი კრაკოვის პედაგოგიურმა უნივერსიტეტმა და ასოციაციამ „ხიდი საქართველოსთან“ (Most do Gruzjii - ხელმძღვანელი ქეთვენა ფრანგულაიშვილი) მიიწვია ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

ილიაუნის სტუდენტურმა გუნდმა კონცერტები გამართა კულტურის სახლ „ფშეგოჟალში“ და მისიონერების კათოლიკურ ეკლესიაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ასოციაციაში („ხიდი საქართველოდან“) გამართულ ქართული ენის კურსის საზეიმო პრეზენტაციაში  და კრაკოვის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქართული კულტურისადმი მიძღვნილ დიდ კონცერტში. საკონცერტო პროგრამის გარდა, ილიაუნის გუნდმა ჩაატარა ერთობლივი ვორკშოფი პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტურ გუნდთან „ედუკატუ“.

ბანერები