


ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ტრენინგები: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები
ახალი ამბები
22 და 23 თებერვალს 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის თანამშრომლებისა და დოქტორანტებისთვის ატარებს ტრენინგების ციკლს სახელწოდებით: „ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები".
ტრენინგების განრიგი და თემატიკა
დრო: 22 თებერვალი, 17:00 საათი
თემა: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები; ინოვაციური მეწარმეობა
ტრენერები: ეკა ლეფსვერიძე, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის დირექტორი; თათია ბრეგვაძე, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ადმინისტრაციული ასისტენტი
დრო: 23 თებერვალი, 17:00 საათი
თემა: ინტელექტუალური საკუთრება და მისი დაცვის ღონისძიებები
ტრენერი: თეონა ბებია, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის პატენტისა და ლიცენზირების სპეციალისტი
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 30. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ აქ.
ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი სერტიფიკატები.