ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის პრეაქსელერატორ Zoomout-ის ფინალისტი გუნდი Archfix GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორ Zoomout-ის ფინალისტმა გუნდმა Archfix-მა გაიმარჯვა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ყოველწლიური 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში.

Archfix არის პლატფორმა არქიტექტურული რუტინული სამუშაოების ავტომატიზაციისთვის.

პროექტის მიზანია მექანიკური გამოთვლების გრძელვადიანი მეთოდების სრულად ჩანაცვლება ციფრული მყისიერი დაანგარიშების სისტემით.

ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრმა ინოვაციური იდეების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით დაიწყო განაცხადების მიღება 6-კვირიან პრეაქსელერაციის პროგრამაზე, რომლის მიზანია ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ხელი შეუწყოს

საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის გაცნობაში;

საერთაშორისო და ქართული საინვესტიციო და საგრანტო ფონდების მოძიებასა და განაცხადების დახვეწაში;

ანტრეპრენერული უნარ-ჩვევებისა და აზროვნების განვითარებაში;

ტექნოლოგიური სტარტაპიდეების განხორციელებასა და გუნდის განვითარებაში.

პრეაქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:https://forms.gle/9ya2oDuHAkBg5FA98

2024

ბანერები