ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პროფესიული აქსელერაციის პროგრამა

ახალი ამბები

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებული პირებისთვის აცხადებს პროფესიული აქსელერაციის პროგრამას. 

თუ გაინტერესებთ ციფრული პროექტების მართვა, ციფრული კომუნიკაცია,  გრაფიკული დიზაინი, ინტერფეისის დიზაინი, Front-End (HTML, CSS, JavaScript), Front-End (React), Python, გაქვთ გარკვეული ცოდნა ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლიათ პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ დროა ჩვენს გილდიებს შეუერთდეთ.

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები − დეველოპერები, დიზაინერები, მარკეტერები და პროექტის მენეჯერები − ერთიანდებიან გუნდში რეალური ციფრული პროდუქტების შესაქმნელად.

აქ ყველაფერი ნამდვილია: დედლაინები, დავალებები, გამოწვევები და, რაც მთავარია, საბოლოო შედეგი, რომელსაც პორტფოლიოში ამაყად დაამატებთ.

როგორ მივიღო მონაწილეობა პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსოთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. 

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/EvtTsFZuDHS92W869

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2025 წლის 3 ნოემბერი, 23:59 საათი

შერჩევის ეტაპები

  • პირველი ეტაპი: სააპლიკაციო ფორმით გათვალისწინებული სატესტო დავალებების განხილვა;
  • მეორე ეტაპი:  დამატებითი ტესტირება ან გასაუბრება.

პროფესიული აქსელერაციის პროგრამის ხანგრძლივობა და ფორმატი 

პროგრამა წარიმართება ჰიბრიდულად. 4 თვის განმავლობაში მენტორებთან ერთად გექნებათ რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.

პროფესიული აქსელერაციის პროგრამა განკუთვნილია

  • მათთვის, ვისაც  აქვს საბაზისო ცოდნა სასურველი მიმართულებით, მაგრამ აკლია პრაქტიკული გამოცდილება. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანმა თავად შეიძინა ცოდნა ინტერნეტის საშუალებით, თუ რომელიმე კურსი გაიარა, მთავარია, მას ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და განვითარების სურვილი;
  • დღეს დამსაქმებელი ნებისმიერ პოზიციაზე ითხოვს სამუშაო გამოცდილებას. ბევრი ადამიანი კი იმის გამო, რომ აქვს გარკვეული ცოდნა, მაგრამ არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, ანუ არ უმუშავია რეალურ პროექტებზე, სამსახურს ვერ პოულობს. UniLab-ის პროგრამა სწორედ ასეთებისთვისაა. 4 თვის განმავლობაში თქვენ შექმნით საკუთარ პორტფოლიოს იმ პროექტებით, რომლებზეც რეალურად იმუშავებთ.

როგორ მუშაობს პროფესიული აქსელერაციის პროგრამა?

  • პროფესიული აქსელერაციის პროგრამა უფასოა. დიდი კონკურენციის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მოუწევთ საკონკურსო დავალების შესრულება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან კანდიდატები;
  • სტანდარტული სამსახურისგან განსხვავებით, პროგრამის მონაწილეებს 4 თვის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში დაეხმარებიან მიმართულების მენტორები, რომლებიც მონაწილეებს ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხებენ.
2025

 

 

ბანერები