ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის გამოცემა amazon.com-ზე

იდენტობის კვლევების პირველი ნომრის ელექტრონული ვერსია amazon.com-ზეა ხელმისაწვდომი. http://www.amazon.com/Identity-Studies-Vol-1-ebook/dp/B00BE7HC7C/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1360649411&sr=8-1&keywords=identity+studies+ilia+state იდენტობის კვლევები არის 2009 წელს დაარსებული სამეცნიერო ჟურნალი. მისი მიზანია თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი - კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური იდენტობების ფორმირებისა და დეზინტეგრაციის შესახებ ინტერდისციპლინური ცოდნის  წინ წაწევა. ჟურნალში წარმოდგენილი ძირითადი დისციპლინებია სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, კულტურის კვლევები, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ჟურნალს გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის კვლევის ინსტიტუტი. ჟურნალის  ამ ნომერში  გიგი თევზაძის, გიგა ზედანიას, დავით დარჩიაშვილის, ოლივიე რაისნერის, დავით აფრასიძის,  გია ნოდიას, სერგო რატიანის და გიორგი ანჩაბაძის სამეცნიერო სტატიებს იხილავთ.

ბანერები