ილიაუნის ეკონომიკის და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორის შეხვედრა კორეის დელეგაციასთან
ახალი ამბები
16 და 25 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა დიმიტრი ჯაფარიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა კორეის რესპუბლიკის ელჩთან, ჰიონდუ კიმთან, საელჩოს პირველ მდივანთან, ნამ იონგდესთან, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს დირექტორ ჩი ვონ ჩანგსა და მეორე მდივან ურ სუიუნთან.
შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველო-კორეის თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური ინსტიტუციების როლს ამ პროცესში. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
შედეგად მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება, რომლის თანახმადაც ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტი კორეის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელებს კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სტრატეგიის ჩამოყალიბებას. პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე კორეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მკვლევრები.
2025
გალერეა