ილიაუნის ჩემპიონატი ჭადრაკში
ახალი ამბები
2017 წლის 27 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ჭადრაკში (ვაჟები, გოგონები).
კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.
საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი მედლები და შესაძლებლობა ექნებათ, ილიაუნის სახელით, მონაწილეობა მიიღონ 2017 წლის სტუდენტურ უნივერსიადაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 აპრილი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 ოთახი F105
Facebook-გვერდი: iliaunistudentaffairs
ტელ.: (+995 514) 778989; (032 2) 22 00 09 (270)
ელფოსტა: student.affairs@iliauni.edu.ge