ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელმა კალათბურთელებმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს

ახალი ამბები

მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებასთან ერთად, განახლდა საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო: 27 მარტს ილიაუნელებმა უნივერსიტეტ „გეომედის“ წარმომადგენლებს სძლიეს დიდი ანგარიშით - 123:58, ხოლო 3 აპრილს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს ანგარიშით - 62:49.

ილიაუნის გუნდს ჩატარებული 7 შეხვედრიდან შვიდივე მოგებული აქვს და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

ბანერები