ღონისძიებები
23 აპრილი, 2026
ახალი ამბები
17 აპრილი, 2026
ახალი ამბები
15 აპრილი, 2026
ილიაუნელი წყალბურთელი სლოვაკეთის ჩემპიონია
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელმა, საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრმა, რევაზ იმნაიშვილმა, სლოვაკეთის „ნოვაკთან“ შარშან ზაფხულს კონტრაქტს მოაწერა ხელი. უკვე სექტემბერში მან ამ ქვეყნის თასი მოიპოვა, ხოლო სულ ახლახან - მორიგი წარმატება: იმნაიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა სლოვაკეთის „პრიმერადივიზიონში“ მხოლოდ ერთი მატჩი დათმეს, დანარჩენი კი მოიგეს და სლოვაკეთის ჩემპიონობა მოიპოვეს.
ილიაუნელი წყალბურთელი 11 აპრილს თბილისში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ლიგაზე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, იტალიის ეროვნული გუნდის, წინააღმდეგ ითამაშებს.