


ილიაუნელებმა 2015 წლის ერაზმუსის თასის ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს
ახალი ამბები
30 მაისს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში, 2015 წლის ერაზმუსის თასის ინტერნაციონალურ ტურნირიზე ფეხბურთში, ქართველმა სტუდენტებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს - მათ ეს ტურნირი მოიგეს.
ტურნირი, 2012 წლიდან იმართება ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით. ტურნირის თასი პირველად პოლონეთმა აიღო, 2013 წელს - შვეიცარიამ, 2014 წელს - ნორვეგიამ, 2015 წლის გამარჯვებული კი საქართველო გახდა. ქართველმა სტუდენტებმა ნახევარფინალში კანადის სტუდენტური გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 3:0, ფინალში კი იმავე ანგარიშით ისლანდიის გუნდს მოუგეს.
წლის საუკეთესო მეკარედ საქართველოს ნაკრების წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი თორნიკე ნიკვაშვილი დასახელდა; საუკეთესო ბომბარდირად კი - ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი, ნიკა ჩიქოვანი.
გალერეა