ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესორ ზურაბ კიკნაძეს ემერიტუსის საპატიო წოდება მიანიჭა

939630 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ზურაბ კიკნაძეს ემერიტუსის საპატიო წოდება მიანიჭეს. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის სრულ პროფესორს ემერიტუსის საპატიო წოდება განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიენიჭა.

ზურაბ კიკნაძე არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2004 წ.); ივანე მაჩაბელის სახელობის პრემიის ლაურეატი (1978 წ) . მისი სამეცნიერო შრომებიდან აღსანიშნავია: "ავთანდილის ანდერძი" (2001 წ.); "ეკლესია გუშინ, ეკლესია დღეს" (2002 წ.); " ქართული ხალხური ეპოსი" (2002 წ.). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც გაითავისა და გამოიყენა განათლების კანონის ეს ინიციატივა და ყველა სრულ პროფესორს ანიჭებს ემერიტუსის წოდებას.

ბანერები