


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს - პატრიკ ჰიკის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბატონ პატრიკ ჰიკის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
საპატიო დოქტორის დიპლომი ბატონ ჰიკის კვირას, 24 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასცეს, სადაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მსოფლიო ოლიმპიურ მოძრაობასთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა. მისი განცხადებით, "სპორტი არის ის ერთადერთი მძლავრი საშუალება, რომლითაც ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღ წესს დავნერგავთ, ხოლო ოლიმპიზმი ნიშნავს ცხოვრების ისეთი წესის დამკვიდრებას, რომელიც დაფუძნებული იქნება სპორტული მიღწევებით გამოწვეულ სიხარულზე, კარგი მაგალითის გადამდებ ძალაძე და უნივერსალური ფუნდამენტური ეთიკური პრინციპების პატივისცემაზე".
ბატონი ჰიკი თბილისს ეწვია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით. თბილისის მერმა პატრიკ ჰიკს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.