ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

26 ნოემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის. მემორანდუმის თანახმად, ბაზისბანკი უზრუნველყოფს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ციხისთავმა. მემორანდუმზე ხელის მოწერის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებიც უკვე დასაქმებულნი არიან ბაზისბანკში. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ბაზისბანკისა და ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პირველი ერთობლივი პროექტი. ახალი სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვებიდან მოყოლებული, ბაზისბანკი ყოველწლიურად აფინანსებს ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტების მაგისტრატურის კურსის ღირებულებას.ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბაზისბანკის გენერალურ დირექტორს ზურაბ ციხისთავს სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცა.

ბანერები