


ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ტიმოტი კოლტონის ლექცია
30 სექტემბერს ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის კვლევის დევისის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ტიმოტი კოლტონმა ჩვენს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის მთავარი თემა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი, ვლადიმერ პუტინი და რუსეთის საშიანო პოლიტიკის ცვლილებების პერსპექტივა იყო.
პროფ. კოლტონი მრავალი წელია საბჭოთა კავშირისა და რუსეთის პოლიტიკას იკვლევს და ამ თემაზე ბევრი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. მათ შორისაა სტატიები: „იდუმალი მისტერ პუტინი" (The Enigmatic Mr. Putin, 2007 წ.), "არიან თუ არა რუსები არადემოკრატები" (Are Russians Undemocratic?, 2001 წ.), „პოსტკომუნისტური რუსეთი, საერთაშორისო გარემო და NATO" (Post-Communist Russia, the International Environment, and NATO, 2008 წ.). პროფ. კოლტონი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის ბიოგრაფიის ავტორია (Yeltsin: A Life, 2008 წ.).
სტუდენტებისა და ჟურნალისტების კითხვები შეეხებოდა პუტინის პოლიტიკურ მიზნებს საქართველოსთან მიმართებაში. აუდიტორიას ასევე აინტერესებდა პროფ. კოლტონის მოსაზრება არის თუ არა რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მათი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ხედვა, თუ მეტწილად პრეზიდენტების პერსონალურ დამოკიდებულებაზე დაფუძნებული.