ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გუნდური მეწარმეობა ტექინოვაციებისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იწყებს განაცხადების მიღებას პროგრამის ,,გუნდური მეწარმეობა ტექინოვაციებისთვის“ ფარგლებში.

5-თვიანი პროგრამის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ ადგილობრივი ბაზრის გამოწვევების ინოვაციური გადაჭრის გზებზე.

სტუდენტურ გუნდებს მენტორობას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორ-ლექტორები.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ პროგრამის ფარგლებში გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ამასთან, გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტურ გუნდებს საშუალება ექნებათ მიიღონ კვალიფიციური დახმარება იდეების ტესტირებასა და პროტოტიპირებაში.

პროგრამა ინტერდისციპლინურია და სხვა საუნივერსიტეტო პროგრამებისგან განსხვავებით მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დისციპლინის სტუდენტები შემდეგი მიმართულებებიდან:

  • ბიზნესი;
  • განათლება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • მედიცინა;
  • კომპიუტერული მეცნიერებები;
  • ელექტრული და სამოქალაქო ინჟინერია.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – პროგრამაში ჩაერთვება მხოლოდ 50 სტუდენტი.

პროგრამის მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრებით.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/3Mz3PydCdMyDwR4LA

პროგრამის დაწყების თარიღი: 25 მაისი, 2021 წელი

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

რეგისტრაციის ვადა: 22 მაისი, 2021 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: zoomout@iliauni.edu.ge

ბანერები