ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე

ახალი ამბები

შაბათს, 13 ივნისს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე.

ღია კარის დღის ფარგლებში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, გვესტუმრეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B კორპუსში, 202 აუდიტორიაში, სადაც დაგხვდებათ:

  • თითოეული სამაგისტრო პროგრამის სტენდი;
  • სტენდთან შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენელი, რომელიც გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე და გადმოგცემთ პროგრამის შესაბამის საინფორმაციო ლიფლეტს;

ამავე დღეს, გექნებათ შესაძლებლობა, დაესწროთ ცალკეული ფაკულტეტის (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი; სამართლის სკოლა; ბიზნესის სკოლა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის) სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციებს. 

განრიგი

12:00-16:00 - ოთხივე ფაკულტეტის ყველა სამაგისტრო პროგრამის სტენდები B 202 აუდიტორიაში

ცალკეული ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციები

12:00 საათი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

  • 12:00-12:40 - პრეზენტაცია
  • 12:40-12:50 - კითხვა-პასუხი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია

13:00 საათი - სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია

  • 13:00-13:40 - პრეზენტაცია
  • 13:40-13:50 - კითხვა-პასუხი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია

14:00 საათი - ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია

  • 14:00-14:40 - პრეზენტაცია
  • 14:40-14:50 - კითხვა-პასუხი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია

15:00 საათი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

  • 15:00-15:40 - პრეზენტაცია
  • 15:40-15:50 - კითხვა-პასუხი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია

სწრაფი ბმულები

დამატებითი ინფორმაციისთვის:

pr@iliauni.edu.ge

2015 წელი

 

 

ბანერები