


განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია
20 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს "განათლების მართვის პროექტის" ახალი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "განათლების ადმინისტრირების" საზეიმო გახსნა გაიმართა.
ახალი პროგრამის მიზანია განათლების სექტორისათვის თანამედროვე მენეჯერების მომზადებაა. სასწავლო პროგრამაში შედის განათლების ადმინისტრირება, სტრატეგიული მართვა, სასკოლო პროცესების მართვა, სკოლების დაფინანსება, აკადრო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მართვა და სკოლის უსაფრთხოება, განათლების სისტემა, სწავლისა და სასწავლო პროგრამების შემუშავება, სტანდარტები, აკრედიტაცია, სკოლის და თემის ურთიერთობა, განათლების პოლიტიკა, კერძო და საჯარო სექტორების ურთიერთობა. პროექტის პარტნიორია კალიფორნიის ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტი UCLA.
ცერემონია უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ გახსნა. განათლების ადმინისტრირების სწავლების განვითარებაზე და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების მნიშვნელობაზე ასევე აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-მა ჯონ ბასმა ისაუბრა.