ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გამყოფი ხაზის პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსებაზე განაცხადების ელექტრონულად მიღება დაიწყო

ახალი ამბები

დაიწყო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა განაცხადების მიღება დაფინანსების მოსაპოვებლად. წელს განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და გაგრძელდება 2022 წლის 5 დეკემბრის (18:00 საათი) ჩათვლით. 

არაელექტრონულად წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.

ელექტრონულ რეგისტრაციას გაივლის ყველა სტუდენტი, მიუხედავად იმისა, წინა წლებში ფინანსდებოდა თუ არა აღნიშნული პროგრამით.

ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდის შესაბამისი პორტალიდან (http://socreg.mes.gov.ge). პორტალზე რეგისტრაციის გავლისა და განაცხადის გაგზავნის დეტალური ინსტრუქცია მოცემულია მისამართზე:https://bit.ly/3O6iigw 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლია აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს (მაგისტრი; ბაკალავრი), რომელიც ბოლო 3 წელი სწავლობდა და ატესტატი აიღო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ან, ამ სოფელში საშუალო საფეხურის სკოლის არარსებობის გამო, უახლოესი დასახლების სკოლაში (პროგრამაში პირველად ჩართვის შემთხვევაში). თუ სტუდენტს უკვე გავლილი აქვს რეგისტრაცია ვებგვერდზე socreg.mes.gov.ge, განმეორებითი რეგისტრაცია შეუძლებელია და უნდა გამოიყენოს უკვე არსებული პროფილი.

თუ სტუდენტი სწავლობს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მან უნდა მონიშნოს მხოლოდ ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც სურს მიიღოს სწავლის დაფინანსება.

სტუდენტს ინფორმაცია დაფინანსების მოპოვების ან ვერ მიღების შესახებ გაეგზავნება რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე (თქვენი განცხადება დაკმაყოფილდა ან თქვენი განცხადება არ დაკმაყოფილდა).

თუ განაცხადი არასწორად იქნა შევსებული, შესაძლებელია სტუდენტმა პროგრამით განსაზღვრულ რეგისტრაციის ვადებში შეცვალოს ინფორმაცია. ამისთვის საჭიროა, შევიდეს გვერდზე და დააჭიროს ღილაკს „შესწორება“.

გისურვებთ წარმატებას!

2022

ბანერები