


გაეროს მოდელირების რეგიონული სესია
11 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გაეროს მოდელირების რეგიონალური შეხვედრა. გაეროს მოდელირება მსოფლიოში აღიარებული და აპრობირებული თამაშია. გაეროს მოდელირება რეგულარულად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეთათვის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.გაეროს მოდელის სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მონაწილეები პრაქტიკული მაგალითებით ეცნობიან საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაეცნონ მრავალმხრივ დიპლომატიას და ამავე დროს გაერთონ.საქართველოში გაეროს ასოციაციის ახალგაზრდული კლუბის ორგანიზებით და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხელშეწყობით გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სიმულირება. სამხრეთ-კავკასიის სამი ქვეყნის 30-მდე დელეგატმა განიხილა მსოფლიოში ბირთვული გაურცელებლობის საკითხი. ისინი ამ სესიაზე წარსდგნენ როგორც დიპლომატები, ორატორები, აწარმოეს მოლაპარაკებები და საბოლოოდ მიიღეს ერთობლივი რეზოლუცია, რომელშიც აისახა მათი ხედვა აღნიშნული გლობალური პრობლემის მიმართ.