ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„ფოლკსვაგენის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი ღონისძიებებს - ილიაუნი 10 წლისაა  - „ფოლკსვაგენის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი კონფერენციით უერთდება.

2016 წლის 17-21 მაისს, გისენის უნივერსიტეტში (გერმანია), ფოლკსვაგენის ფონდის პროგრამის - „ევროპასა და აზიას შორის“ - ფარგლებში, გაიმართება პროექტის - „ამიეს 2: სცენარის დამუშავება მიწათმოქმედების მდგრადი გამოყენებისთვის ცენტრალურ კავკასიონზე, საქართველო“ (AMIES II - Scenario development for sustainable land use in the Greater Caucasus, Georgia) - შემაჯამებელი კონფერენცია. ორწლიან პროექტში, რომელიც 2014 წელს დაიწყო, მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის სამი  პროფესორი: გია ნახუცრიშვილი, შალვა სიხარულიძე და მაია ახალკაცი. პროექტის საბოლოო შედეგებს კონფერენციაზე წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაია ახალკაცი. მისი მოხსენების თემაა: „Agrobiodiversity and Genetic Erosion of Crop Varieties and Plant Resources in the Central Great Caucasus“.

ბანერები