პროექტის Erasmus+ DeSIRe დასკვნითი კონფერენცია
ახალი ამბები
7-9 ოქტომბერს ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსიტეტმა ერევანში უმასპინძლა პროექტის Erasmus+ DeSIRe დასკვნით კონფერენციას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომხეთის, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები.
შეხვედრაზე წარმოადგინეს პროექტის მთავარი შედეგები: ECTS-ის შესაბამისი რბილი უნარების 5 მოდული, 5 MOOC-ი და შეფასების მეთოდოლოგიები. ასევე გაიმართა პანელური დისკუსია 21-ე საუკუნის შრომის ბაზრისთვის უმაღლესი სასწავლებლების მზაობის შესახებ.
მონაწილეებმა განიხილეს და შეაფასეს რბილი უნარების სწავლების გზამკვლევი, პროექტის ვებგვერდი, სერტიფიცირების პროცესი და რბილი უნარების ლაბორატორიების ბიზნესგეგმები.
დასასრულ, ხელი მოეწერა სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის რბილი უნარების ლაბორატორიების თანამშრომლობის შეთანხმებას.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ბმულებზე:
2026
გალერეა