ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დოქტორანტი ეკატერინე ნანიტაშვილი ჟესტური ენის ლინგვისტიკის საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციაზე

ახალი ამბები

2019 წლის სექტემბერში ლემან-ჰაუპტის პროგრამის დოქტორანტი ეკატერინე ნანიტაშვილი მონაწილეობდა ჟესტური ენის კვლევის თეორიული საკითხების მეცამეტე კონფერენციაში (TISLR13) ჰამბურგში (გერმანია). კონფერენციის სერიების მიზანია მკვლევრებს ხელსაყრელი პირობები შეუქმნას იდეების გაცვლისა და ჟესტური ენების შესწავლის სფეროში ახალი აღმოჩენების გაზიარებისთვის. კონფერენციაზე, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ეწყობა, მხოლოდ ჟესტური ენის ლინგვისტიკის საზოგადოების წევრებს შეუძლიათ დასწრება. TISLR13 სამ დღეს გაგრძელდა და მოიცავდა სტუმრების მოხსენებებს, პრეზენტაციებსა და პოსტერების სესიებს; გაიმართა ჟესტური ენის ლინგვისტიკის საზოგადოების შეხვედრაც, რომელზეც იმსჯელეს მომდევნო TISLR-15-ის მასპინძელ ქვეყანაზე და აირჩიეს საზოგადოების მმართველი ორგანოს ახალი წევრები. 

კონფერენციის პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.idgs.uni-hamburg.de/en/tislr2019/programm.html 

27 სექტემბერს ჰამბურგის მერიაში კონფერენციის მონაწილეებს შეხვდნენ სახელმწიფო მდივანი ევა გუმბელი და იაპონიის გენერალრი კონსული ჰამბურგში კიკუკო კატო (მომავალი TISLR14-ის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი) და გაეცნენ კონფერენციის მუშაობას. 

ბანერები