ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დოქტორანტი ეკა გურგენაშვილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნეციაზე

ლემან ჰაუპტის საერთაშორისო სკოლის დოქტორანტმა ეკა გურგენაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც 19-23 აგვისტოს ვენაში (ავსტრია) გაიმართა. ეს იყო ევროპის ერთ ერთი ყველაზე დიდი კონფერენცია „კოსმოსიდან დაკვირვებული ვარსკვლავები და მათი ცვალებადობა Stars and their variability, observed from space (https://starsandspace.univie.ac.at/home/)“, რომელშიც 220 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

კონფერენცია აერთიანებდა რამდენიმე მნიშვნელოვან თემას, როგორებიცაა: ვარსკვლავების სტრუქტურა, მაგნიტური ველი, ვარსკვლავების ევოლუცია და გარემოსთან ურთიერთქმედება.

უფროსმა მეცნიერებმა განიხილეს ღია შეკითხვები და წაიკითხეს მოხსენებები კოსმოსურ დაკვირვებებსა და თეორიის უახლეს მიღწევებზე. 

ეკა გურგენაშვილმა წარადგინა სამეცნიერო პოსტერი სესიაზე „პულსირებისაგან განსხვავებული ცვალებადობები“. მან წარმოადგინა თავისი უახლესი შედეგები ვარსკვლავებისა და მზის აქტივობაში ნაპოვნი პერიოდულობების შესახებ თემაზე „რიეგერის ტიპის პერიოდულობა მზის მსგავსი ვარსკვლავების აქტივობაში“.

ბანერები