ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დოქტორანტ ეკატერინე ნანიტაშვილის პრეზენტაცია სადოქტორო ფორუმზე

ახალი ამბები

12 ნოემბერს კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მონაწილე დოქტორანტმა, ეკატერინე ნანიტაშვილმა ილიაუნიში წაიკითხა მოკლე მოხსენება მიმდინარე კვლევის „არგუმენტის სტრუქტურა ქართულ ჟესტურ ენაში“ შესახებ. მოხსენების შემდეგ გამართულმა დისკუსიამ და კითხვებმა გამოავლინა დამსწრე აუდიტორიის ინტერესი ჟესტური ენების მიმართ. მსგავსი ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე დოქტორანტებს გააცნონ კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტები, აგრეთვე მათგან სასარგებლო რჩევები მიიღონ. შეხვედრა ინფორმაციული და სასარგებლო იყო როგორც მომხსენებლისთვის, ასევე მსმენელებისთვის.

ბანერები