ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დოქტორანტ ანა ლოლუას პრეზენტაცია სადოქტორო ფორუმზე

ახალი ამბები

2019 წლის 10 სექტემბერს პროგრამის მონაწილე ანა ლოლუამ თეზისის სამწუთიანი პრეზენტაციის ფორმატში წაიკითხა მოკლე მოხსენება საკუთარი მიმდინარე კვლევის შესახებ. ანა შედარებითი ანალიზის ფარგლებში სწავლობს საქართველოსა და უკრაინის ეროვნული მუზეუმების ისტორიას, კერძოდ კი გვიანდელი სოციალიზმის ეპოქაში საბჭოთა ისტორიის რეპრეზენტაციას სამუზეუმო სივრცეში, სიმბოლურ ენას და წარსულის ექსპოზიციის ვიზუალურ ფორმებს. კვლევის სტრუქტურის, მთავარი საკვლევი შეკითხვებისა და მეთოდოლოგიის წარმოდგენის შემდგომ გაიმართა დისკუსია მსმენელთან ისტორიის პოლიტიკასა და პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობის საკითხებზე.  

ბანერები