


ჯონ ჰილის საჯარო ლექცია „სიზმრისეული გონება: ცხოვრებისადმი სპონტანური მიდგომა“
პარასკევს, 22 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფოსმა და ფსიქოანალიტიკოსმა ჯონ ჰილიმ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „სიზმრისეული გონება: ცხოვრებისადმი სპონტანური მიდგომა". ლექციაზე საუბარი იყო სიზმრისეულ გონებაზე, ალტერნატიული არსებობის საშუალებას რომ გვაძლევს.
ჯონ ჰილმა ხარისხი ფილოსოფიაში დუბლინისა და ამერიკის კათოლიკურ უნივერსტეტში მოიპოვა, აგრეთვე დაამთავრა ციურიხის კ.გ. იუნგის ინსტიტუტი. ის მოქმედი ტრეინინგ ანალიტიკოსია. ცურიხში ჯონ ჰილს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები კელტურ მითზე, ჯეიმს ჯოისზე, ქრისტიანულ მისტიციზმზე, იუნგის ასოციაციურ ექსპერიმენტზე, სიზმრებზე და სხვა.
სიზმრებში ანალიზის უნარი იკლებს, თუმცა მატულობს ემოციები და ხანგრძლივი მეხსიერება. სიზმარში მოგონებები გასაგები ხდება, რისი საშუალებითაც ისინი გარეგან მოვლენებს გარდაქმნიან და პიროვნების იდენტურობის ნაწილად აქცევენ.
სიზმრები გამოხატავენ გონების სპონტანურობას, რომელიც თავისუფალია ყოველდღიური, გარე, ცხოვრებისეული შეზღუდვებისაგან. ამავე დროს, სიზმრები დაცული, უსაფრთხო სივრცით უზრუნველყოფენ, სადაც გონების აქტივობა სრულიად განსხვავდება ნათელი ცნობიერების ფუნქციონირებისგან, რითაც მოვლენებს განვითარების ისეთი შესაძლებლობა ეძლევა, რაც ვერ განხორციელდებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სიზმრები იდენტურობის გაცნობიერებას უწყობენ ხელს და პრობლემის იმგვარ გადაწყვეტას გვთავაზობენ, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა ნათელი ცნობიერებისათვის. ამის საილუსტრაციოდ მოყვანილი იქნება სიზმრები და კერძო შემთხვევები.