ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ჯეირან გვაგვალია დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიატი გახდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიების პროგრამის 2024-2025 სასწავლო წლის სტიპენდიატი გახდა. ის ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებს. 

ჯეირან გვაგვალიამ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. 

დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიების პროგრამას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წლიდან ახორციელებს. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ჯეირან გვაგვალიას და წარმატებას უსურვებს. 

2025

 

ბანერები