


დიდი ბრიტანეთის ელჩის საჯარო ლექცია
სამშაბათს, 8 დეკემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფიმ წაიკითხა საჯარო ლექცია "დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა კავკასიაში".
ელჩის განმარტებით, დიდი ბრიტანეთის ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ ძირითადად სამი მნიშვნელოვანი თემით არის განპირობებული: - ევროპის მომავალი, უსაფრთხოების მომავალი და რუსეთის მომავალი. აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი კავკასიის რეგიონში დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოების არსებობა. დენის კიფიმ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და მიმოიხილა აგვისტოს ომის კონკრეტული შედეგები. მისივე თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. "არსებულ ვითარებაში გამოსავალი არის მხოლოდ დემოკრატიული სვლა და მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ევროპულ სახელმწიფოებთან", - აცხადებს დენის კიფი. სტუდენტების კითხვებიც მეტწილად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პრობლებას და მის გადაწყვეტაში ევროსტრუქტურების პოტენციურ როლს ეხებოდა.