ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დეკანოზ თეოდორე გიგნაძისთვის საჯარო ლექციების ჩატარებაზე უარის თქმა არ იყო დისკრიმინაციული - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გადაწყვეტილება

ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უარი დეკანოზ თეოდორე გიგნაძის საჯარო ლექციების ციკლის ჩატარებაზე საუნივერსიტეტო სივრცეში არ არის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქმის წარმოება შეწყვიტა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამამართლებელი დასკვნა გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 24 დეკემბერს განმცხადებლებმა მიმართეს უნივერსიტეტის რექტორს და მოითხოვეს თვეში ერთხელ, უნივერსიტეტის შენობაში დარბაზის გამოყოფა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრების ჩასატარებლად, რადგან მათი ინტერესის საგანს წარმოადგენდა მართლმადიდებლურ მრწამსთან დაკავშირებული საკითხები.

2015 წლის 15 იანვარს, საჯარო შეხვედრაზე, უნივერსიტეტის რექტორმა განმცხადებლებს თეოდორე გიგნაძის მოწვევაზე უარი უთხრა.

განმცხადებლებმა მიიჩნიეს, რომ გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს. სახალხო დამცველის აპარატი, შესული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 5 მარტიდან აწარმოებდა მოკვლევას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ საქმეში დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, და შეწყვიტა საქმის წარმოება.

გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სრულად იხილეთ აქ.

ბანერები