


დავით აკრიანის ახალი თარგმანების პრეზენტაცია ”ლიგამუსში”
28 დეკემბერს ჩვენი უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართა დავით აკრიანის ორი ახალი თარგმანის პრეზენტაცია : იუსტაინ გორდერის "ბაყაყთა ციხე-კოშკი" და თურმუდ ჰაუგების "Zeppelin".
მთარგმნელთან შეხვედრა, ტრადიციული ლიტერატურული საღამოებისგან განსხვავებით, უჩვეულოდ წარიმართა. დავით აკრიანმა სანთლის შუქზე თავად წაიკითხა საკუთარი თარგმანები და დამსწრე საზოგადოებას ავტორებზეც ესაუბრა. "თერმუდ ჰაუგენი ნორვეგიის უთვალსაჩინოესი მწერალია საბავშვო და მოზარდთა ლიტერატურის საუფლოში. ჰაუგენის შემოქმედება რეალისტური ტრადიციით დაიწყო. დახვეწილი გემოვნება იმთავითვე შეერწყა ინდივიდუალურ სტილს", - ამბობს მთარგმნელი და მისეული ინტერპრეტაციით საუბრობს პერსონაჟებზე, რომლებიც იქვე, ლიტერატურულ საღამოზე, გააცოცხლა.
დავით აკრიანი გამოირჩევა განსხვავებული შემოქმედებითი უნარით, გამოქვეყნებული აქვს ორი საკუთარი და ორმოცზე მეტი თარგმნილი წიგნი.ახალი თარგმანების პრეზენტაციაზე მან ბავშვები ახალი გამოცემებით დაასაჩუქრა, რადგან ჰაუგენი საბავშვო თემატიკაზე წერს. ლიტერატურულ საღამოზე საჩუქრები არც წიგნის მარაზია "ლიგამუსს" დავიწყებია. საახალწლო ნამცხვრებში დამალული სათამაშოს მპოვნელი დათო აკრიანის ახალი წიგნით დასაჩუქრდა. მთარგმნელმა დამსწრე საზოგადოება გაზაფხულზე ბოდლერის თარგმანების პრეზენტაციაზე მიიწვია.